Accessibility links

ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთში აქტიური მოქმედების გაგრძელებას მოითხოვს


ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსმა უნდა განაგრძოს აქტიურობა ავღანეთში, რათა არ დაუშვას ქვეყნის ისევ ალ-ყაიდის საწვრთნელ ტერიტორიად გადაქცევა. ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, ავღანეთში უმოქმედობა გაცილებით უფრო ძვირად დაჯდება, ვიდრე აქტიური მოქმედება. ამ შინაარსის განცხადება მან ბრატისლავაში გააკეთა, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა. მინისტრების ორდღიანი არაოფიციალური შეკრების მთავარ თემად სწორედ ავღანეთს ასახელებენ. ნატო ავღანეთში ამჟამად 68 000 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი, მათ შორის 32 000 ამერიკელია. დამატებით აშშ-ს ავღანეთში განთავსებული ჰყავს 36 000 ჯარისკაცი, რომლებიც არ ექვემდებარებიან ნატოს სარდლობას.
XS
SM
MD
LG