Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის აკადემია იხსნება


დღეს, 15:00 საათზე, გელათის კომპლექსში აღდგენილი გელათის აკადემიის შენობა საზეიმოდ გაიხსნება.
აკადემიის გახსნას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ გელათის აკადემიის რეკონსტრუქცია გასულ წელს დაიწყო. მოხდა გელათის აკადემიის შენობის გადახურვა და გაკეთდა კომპლექსში არსებული ნაგებობების რესტავრაცია. აღდგენითი სამუშაო სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "საქართველოს მემკვიდრეობამ" შეასრულა.
XS
SM
MD
LG