Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რეიდი განახორციელეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა სახლებზე


რუსეთში დღეს რეიდი განახორციელეს ისლამისტურ ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ წევრობაში ეჭვმიტანილების სახლებზე ურალის რეგიონში. ოპერაციები ჩატარდა ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქებში უფასა და დიურტიულში. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ უშიშროების ფედერალური სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" წევრები ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირებას მათს „უკანანო საქმიანობაში“ მონაწილეობის მისაღებად. "ჰიზბ უტ-ტაჰრირი" აცხადებს, რომ მიზნად ისახავს ცენტრალურ აზიაში ისლამური სახელმწიფოს არაძალადობრივი მეთოდებით შექმნას. რუსეთში ეს ორგანიზაცია 2003 წელს აიკრძალა.
XS
SM
MD
LG