Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა ნატოში გაწევრიანების სხვადასხვა საშუალებაზე საუბრობს


რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება „MAP“-ის გარეშეც შესაძლებელია, რასაც ალიანსის სახელმწიფოთა პოლიტიკური ნება სჭირდება. იაკობაშვილი ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამებს მიიჩნევს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ალიანსთან დაახლოების მრავალი გზა არსებობს. საქართველოს მთავრობის შეფასებით, ნატოსთან ქვეყნის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება.
XS
SM
MD
LG