Accessibility links

logo-print

გელათის აკადემიის შენობა გაიხსნა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გელათის აკადემიის შენობა გახსნეს.
გელათის აკადემია სასულიერო და საერო სწავლების ცენტრი იყო და მას ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი ხელმძღვანელობდა.
გელათში სარეაბილიტაციო პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო და 2010 წლამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გელათის სამონატრო კომპლექსიის აღდგენილი აკადემიის საზეიმო გახსნაზე განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელში დასრულდება.
“ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რომელიც უახლოეს 2 წლიწადში დასრულდება. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ თუ ვინმეს თვითმიზანი აქვს, რომ ეს ჩაიშალოს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ბაგრატის ტაძრის აღდგენისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”,- განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს საზოგადოებაში კრიტიკა გამოითქვა აღდგენითი სამუშაოების გამო სპეციალისტების ნაწილის მიერ, რომლებიც თვლიან, რომ ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები ძეგლს, მის ავთენტურობას ემუქრებოდა. რესტავრაციასთან დაკავშირებული უწყებები კრიტიკას არ იზიარებენ.
XS
SM
MD
LG