Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი მოლდავეთში, უკრაინასა და საქართველოში სტაბილიზაციის ხელშეწყობის მოწოდებით გამოდის


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც 20 წლის წინ გათავისუფლდნენ კომუნიზმისაგან, მოუწოდა, სტაბილურობის მიღწევაში დაეხმარონ ახალბედა დემოკრატიულ ქვეყნებს - მოლდავეთს, უკრაინასა და საქართველოს. ბაიდენმა ბუქარესტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოლდავეთი, საქართველო და უკრაინა ჯერ კიდევ იბრძვიან „გამართულ დემოკრატიებად და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ეკონომიკის“ მქონე ქვეყნებად ჩამოსაყალიბებლად. ბაიდენის თქმით, ასევე „დიდი სამუშაოა გასაწევი სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში“. დღეს უფრო ადრე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსთან შეხვედრის შემდეგ მადლობა გადაუხადა რუმინეთს ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავის, ისევე როგორც აშშ-ის ახალი, მოდიფიცირებული ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის მხარდაჭერისთვის. რუმინეთს ავღანეთში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი. ბაიდენი სამდღიანი ტურნეთი იმყოფება აღმოსავლეთ ევროპაში. გუშინ ვარშავაში ვიზიტის დროს, ბაიდენმა მოლაპარაკება გამართა პოლონეთის ლიდერებთან. მათი განცხადებით, პოლონეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ გეგმაში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუმინეთიდან ხუთშაბათს, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში ჩავიდა.
XS
SM
MD
LG