Accessibility links

logo-print

რუსეთი ირანთან სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს


რუსეთის განცხადებით, ის განაგრძობს სამხედრო თანამშრომლობას ირანთან. რუსეთის ფედერაციის სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს ირანთან „სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას მოქმედი კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების“ შესაბამისად. დეტალები ამ განცხადებაში დაზუსტებული არ არის. განცხადების ფონია დასავლეთში გავრცელებული შეშფოთება კონტრაქტის გამო, რომელიც ითვალისწინებს მოსკოვის მიერ თეირანისთვის ანტისაჰაერო რაკეტების მიყიდვას.
XS
SM
MD
LG