Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პარლამენტმა პრეზიდენტის ხვალისთვის დანიშნული არჩევნები გააუქმა


მოლდავეთის პარლამენტმა გააუქმა პარასკევისთვის (23 ოქტომბრისთვის) დანიშნული კენჭისყრა, რომელსაც ახალი პრეზიდენტის ვინაობა უნდა გაერკვია. ახალი თარიღი ჯერ არ გამოუცხადებიათ. პარლამენტის გადაწყვეტილების მიზეზია, მისივე განცხადებით, არსებულ კანონმდებლობაში არსებული გაურკვევლობა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა კენჭისყრის ჩატარება ერთადერთი კანდიდატის მონაწილეობით მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2001 წელს გადაწყვიტა, რომ კანდიდატი ორი მაინც უნდა იყოს. პარასკევის კენჭისყრაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია ყოფილი კომუნისტი მარიან ლუპუ, რომელიც ახლა დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს. ოპოზიციონერი კომუნისტები, რომლებსაც საკმარისი მანდატი აქვთ ახალი პრეზიდენტის არჩევის დასაბლოკად, აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ლუპუს და არც საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებენ. ანალიტიკოსების შეფასებით, კომუნისტები პრეზიდენტის არჩევისთვის ხელის შეშლას აპირებენ, რათა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიაღწიონ.
XS
SM
MD
LG