Accessibility links

logo-print

პოლონეთმა პატიმრებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს


ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ პოლონეთს ორი პატიმრისთვის 6500 ევროს გადახდა დააკისრა იმისთვის, რომ დაარღვია მათი უფლება, მოეპყრონ ადამიანურად. პატიმრები ჰყავდათ საკნებში, რომლებშიც ბევრად მეტი პატიმარი იყო, ვიდრე ადგილი, სადაც თითოეულისთვის სამი კვადრატული მეტრი იყო გამოყოფილი. სასამართლოს თანახმად, პოლონეთში, ციხეების, სადაც მეტი პატიმარია, ვიდრე ადგილი, პრობლემა სტრუქტურულია და არ შეესაბამება ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციას. ამავე საკითხზე სასამართლოში 160 საჩივარია შეტანილი.
XS
SM
MD
LG