Accessibility links

გაერო ირანისგან პასუხს დღეს ელოდება


გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტო დღეს ელოდება ოფიციალურ პასუხს ირანისგან და მეორე მხრივ რუსეთისგან, საფრანგეთისგან და აშშ-სგან წინადადებათა პროექტზე, რომელიც ირანის მიერ ურანის გასამდიდრებლად სხვა ქვეყნებში გაგზავნას ითვალისწინებს. ამ გეგმის მიზანია შეამციროს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციური შესაძლებლობა. ამ გეგმის თანახმად, ირანმა თავისი ურანის უდიდესი ნაწილი რუსეთსა და საფრანგეთში უნდა გაგზავნოს, რომ ის იქ საწვავად აქციონ და შემდეგ ირანის ბირთვულ საწარმოში იქნას გამოყენებული.
XS
SM
MD
LG