Accessibility links

logo-print

კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში შედის


კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია

პარტია ”თავისუფლების” ლიდერი ფიქრობს, რომ ბოიკოტის ხანა დასრულდა და ახლა პარლამენტში ბრძოლის დროა.
გამსახურდიამ გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენის შესახებ, საბოლოოდ, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ დახურულ სხდომაზე მიიღო. მოგვიანებით კი ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

გამსახურდია რომელიმე საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებას არ აპირებს და დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას გეგმავს.
კონსტანტინე გამსახურდია იმ საპარლამენტო კომისიაში მუშაობასაც აპირებს, რომელმაც მამამისის, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზები უნდა გამოიძიოს.

კონსტანტინე გამსახურდია პირველი დაბრუნდა პარლამენტში იმ 12 დეპუტატთაგან, რომლებმაც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე.
XS
SM
MD
LG