Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული პიარ კამპანიის შესახებ კინოს სახლში იმსჯელეს


პოლიტიკოსები, კულტურის სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს კინოს სახლში შეიკრიბნენ. მათი შეკრებისა და მსჯელობის საგანი კათოლიკოს-პატრიარქის იმიჯის შემლახავი ვიდეორგოლების გავრცელების დაგმობა და ამ კამპანიის ავტორების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა იყო. შეკრების მონაწილეებმა ვიდეორგოლების გამავრცელებლის, თეა თუთბერიძის დასჯა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”თავისუფლების ინსტიტუტი” ლიკვიდაცია მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG