Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩეხეთში ვიზიტით განაგრძობს აღმოსავლეთევროპულ ტურნეს


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ იან ფიშერის განცხადებით, ჩეხეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის ახალ ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმაში. ამის შესახებ მან პრაღაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩეხეთის რესპუბლიკა მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამ ახალი ანტისარაკეტო თავდაცვის არქიტექტურის ფორმირებაში და იპოვოს მასში თავისი ადგილი მას შემდეგ, რაც მივიღებთ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას დროისა და სხვა ასპექტების შესახებ“, განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი მომავალ თვეში გააგზავნის ექსპერტების ჯგუფს პრაღაში საკითხის განსახილველად. პრაღაში ვიზიტი ბოლო ეტაპია ბაიდენის აღმოსავლეთევროპულ ტურნეში, რომლის მიზანიც იყო მოკავშირეების დაყოლიება შეერთებული შტატების ახალი ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრაღაში ჩასვლამდე პოლონეთსა და რუმინეთში ვიზიტების დროსაც მოიპოვა.
XS
SM
MD
LG