Accessibility links

logo-print

რუსეთი დათანხმდა გაეროს ატომური უწყების წინადადებას ირანის შესახებ


რუსეთი დათანხმდა წინადადებას, რომლის მიზანიცაა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობის განმუხტვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დათანხმდა პროექტს, რომელიც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შესთავაზა ირანს და კიდევ სამ ქვეყანას - რუსეთის გარდა, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს. შეთანხმების ამ პროექტით გამიზნულია ირანში დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგის შემცირება. დასავლეთში შიშობენ, რომ ასეთი მარაგი ირანის საიდუმლო ატომური იარაღის პროგრამის შემადგენელი ნაწილია. გაეროს ატომური უწყების წინადადებით, ირანი დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის უდიდეს ნაწილს გააგზავნის რუსეთსა და საფრანგეთში, სადაც მას გადაამუშავებენ საწვავად ირანის სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტისთვის. ასეთი საწვავი არ გამოდგებოდა ბირთვული იარაღისთვის. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ის დღეს მოელის პასუხს ყველა მხარისაგან, რომელსაც წინადადების პროექტი გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG