Accessibility links

logo-print

აფეთქებებმა პაკისტანში 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში აფეთქებების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო სამხედრო-საჰაერო ბაზასთან კარმში, დედაქალაქ ისლამაბადიდან 75 კილომეტრში, 7 ადამიანი შეიწირა. მოეწყო ასევე აფეთქება, მიმართული მიკროავტობუსის წინააღმდეგ მოჰმანდის რეგიონში. დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. ექსტრემისტების ამ იერიშების ფონია პაკისტანის სამხედრო ძალების ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთის მოსაზღვრე სამხრეთ ვაზირისტანში.
XS
SM
MD
LG