Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მომავალ კვირაში იტყვის პასუხს გაეროს გეგმაზე ირანის ბირთვული პროგარმის შესახებ


გაეროს ატომურ უწყებაში ირანის ელჩის, ალი ასღარ სოლტანიეს განცხადებით, ირანი მომავალ კვირაში იტყვის პასუხს გაეროს შუამავლობით შემუშავებულ წინადადებაზე, რომლის მიზანიცაა ურანის უცხოეთში გამდიდრება. ამ წინადადებით, ირანის დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი უცხოეთში უნდა გადამუშავდეს საწვავად ირანის სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტისთვის. მიზანია, ირანში დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგის შემცირება. დასავლეთში შიშობენ, რომ ასეთი მარაგი ირანის საიდუმლო ატომური იარაღის პროგრამის შემადგენელი ნაწილია. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. დღეს, უფრო ადრე, შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა გაეროს წინადადებას.
XS
SM
MD
LG