Accessibility links

ჩეჩნეთში პრეზიდენტ კადიროვზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს


ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის უშიშროების სამსახურმა პრეზიდენტ რამზან კადიროვზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის სნაიპერმა მოკლა მძღოლი ავტომანქანისა, რომელიც სწრაფად მიეშურებოდა მშენებარე ობიექტისაკენ, რომელზე მოგვიანებით კადიროვი უნდა მისულიყო. მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა ადგილობრივი პოლიციისაგან მიღებული ცნობა, რომ ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს.
XS
SM
MD
LG