Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ-მა მკაფიოდ უთხრა რუსეთს, რომ მიუღებლად მიაჩნია გავლენის სფეროები


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მას სჯერა, რომ შეძლო აღმოსავლეთევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ მათს ინტერესებს არ დააზარალებს შეერთებული შტატების ძალისხმევა, გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა. „ჩვენს გვსურს გადატვირთვის ღილაკის ამოქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლის ღილაკის ამოქმედებას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. შეერთებულმა შტატებმა, ბაიდენის თქმით, სავსებით მკაფიოდ განაცხადა, რომ მოლაპარაკებას არ ექვემდებარება ორი პრინციპი: ერთია გავლენის სფეროებზე უარი და მეორე - არავის უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება, როცა საქმე ეხება რომელიმე ქვეყნის მიერ სასურველი ალიანსის ან მოკავშირეების შერჩევას - უპასუხა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა პრაღაში ვიზიტის დროს ჩვენი რადიოს კორესპონდენტებს. პრაღაში ვიზიტით დასრულდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ტურნე პოლონეთში, რუმინეთსა და ჩეხეთში. ტურნეს მიზანი იყო ამ მოკავშირეების დაყოლიება შეერთებული შტატების ახალი ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სამივე ქვეყნისაგან მოიპოვა.
XS
SM
MD
LG