Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მიმდინარე წელს გაკოტრებულ ბანკთა რიცხვმა ასს გადააჭარბა


შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს გაკოტრებულ ბანკთა რიცხვმა ასს გადააჭარბა. პარასკევს შეერთებული შტატების მარეგულირებელმა უწყებებმა გამოაქვეყნეს კიდევ შვიდი საფინანსო ინსტიტუტის კოლაფსის შესახებ. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, მაშინ, როცა მხოლოდ მიმდინარე წელს 106 ბანკი გაკოტრდა, გასულ წელს მათი რიცხვი 25-ს შეადგენდა, 2007 წელს კი სამს. ეს სარეკორდო მაჩვენებელია 1992 წლიდან მოყოლებული, როცა 120 ბანკი გაკოტრდა ფინანსური კრიზისის დროს.
XS
SM
MD
LG