Accessibility links

logo-print

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს ქალაქი ტოტკაი


როგორც იტყობინებიან, პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს თალიბანის მეთაურის, ჰაქიმულა მეჰსუდის მშობლიური ქალაქი ტოტკაი სამხრეთ ვაზირისტანში. პაკისტანის არმიის წარმომადგენლებმა პირად საუბარში განაცხადეს, რომ უშიშროების ძალები ტოტკაიში წუხელ შევიდნენ სამდღიანი საჰაერო იერიშის შემდეგ. სამხრეთ ვაზირისტანში მეორე კვირაა, მიმდინარეობს 30-ათასიანი სამთავრობო ჯარის იერიში 10-12 ათასი თალიბის წინააღმდეგ. პაკისტანის არმიის თანახმად, პარასკევის მონაცემებით, ბრძოლებში დაიღუპა 23 ჯარისკაცი და 180-ზე მეტი მეამბოხე.
XS
SM
MD
LG