Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალი ლარიჯანი: დასავლეთი ირანის მოტყუებას ცდილობს


ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ დღეს განაცხადა, რომ დასავლეთის მოწინავე სახელმწიფოები ცდილობენ, "მოატყუონ" ირანი გაეროს შუამავლობით შემუშავებული გეგმით, რომელიც ირანის კვლევითი რეაქტორის საწვავით მომარაგებას ითვალისწინებს. "ისინი ამბობენ გამდიდრებული ურანის 20 პროცენტს მოგცემთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს გამდიდრებულ ურანს მოგვცემთო. ამ ორ რამეს შორის კავშირს ვერ ვხედავ", თქვა ლარიჯანიმ. გარიგების თანახმად, ირანი მოახდენდა თავისი ნაწილობრივ გამდიდრებული ურანის ექსპორტს, მას უფრო მეტად გაამდიდრებდნენ და კვლავ ირანში დააბრუნებდნენ თეირანის ბირთვულ რეაქტორში მოსახმარად. ირანს პარასკევს უნდა ეთქვა ამ შეთავაზებაზე პასუხი, მაგრამ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გააკეთებს ამას.
XS
SM
MD
LG