Accessibility links

logo-print

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ირანში გაემგზავრნენ


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ოთხი ექსპერტი სამი დღით გაემგზავრა ირანში. ვიზიტის მანძილზე ისინი მოინახულებენ აქამდე გასაიდუმლოებულ ურანის გამამდიდრებელ ობიექტს ქალაქ ყუმში. ისინი პირველად შეამოწმებენ ამ ობიექტს. ყუმის ობიექტის არსებობა მხოლოდ გასულ თვეში გახდა ცნობილი. ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო გააძლიერა დასავლეთის ქვეყნების შიში, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG