Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასა და მედვედევის აზრით, სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ ხელშეკრულება შესაძლოა დეკემბრისთვის მომზადდეს


რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს მიაჩნათ, რომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ ახალი ხელშეკრულება შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის მომზადდეს. ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა სატელეფონო საუბარში კმაყოფილება გამოხატეს ამ საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობით, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. ობამამ და მედვედევმა ასევე დადებითად შეაფასეს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონსულთაციების შედეგები. კონსულტაციები მიმდინარე კვირაში გაიმართა ვენაში შეერთებული შტატების, რუსეთის, საფრანგეთის, ირანისა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG