Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებებს სულ მცირე 90 ადამიანი ემსხვერპლა


ბაღდადის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 90 ადამიანი. ასობით პირი დაიჭრა. ერთ-ერთმა აფეთქებამ მძიმედ დააზიანა ერაყის იუსტიციის სამინისტროს შენობა. მეორე აფეთქებამ, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან მოხდა, ძლიერი ხანძარი გამოიწვია. აფეთქება ორივე შემთხვევაში მანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა მოახდინა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია - თუმცა საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ოფიციალური პირების სიტყვებს, რომ აფეთქებები ან ალ-ყაიდის, და ან აკრძალული ბაათის პარტიის მოწყობილს გავს. აფეთქებების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიკეტა ქუჩები. სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს ადგილზე მისვლაში დაბრკოლება შეუქმნა გადატვირთულმა მოძრაობამ. ერთ-ერთი ადგილი პრემიერ მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ მოინახულა.
ბაღდადში ასეთი ორი პარალელური აფეთქება ბოლოს ორი თვის წინ მოხდა. მაშინ დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა. დიდი ზიანი მიადგა საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შენობებს.
XS
SM
MD
LG