Accessibility links

logo-print

იულია ტიმოშენკო წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაება


უკრაინის პრემიერ-მინისტრო იულია ტიმოშენკო ოფიციალურად ჩაება წინასაარჩევნო კამპანიაში - მას შემდეგ, რაც ის თავისმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა. ტიმოშენკო უფრო სამართლიანი კანონების შემოღების, კორუფციის აღმოფხვრის და რუსეთთან თანასწორუფლებიანი და ღირსეული კავშირების დამყარების პირობებით გამოდის. პარასკევს ოპოზიციურმა რეგიონების პარტიამ თავისი ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი წამოაყენა პრეზიდენტობის კანდიდატად. როგორც ვარაუდობენ, იანუკოვიჩი და ტიმოშენკო მთავარი მეტოქეები იქნებიან 17 იანვრისთვის დანიშნულ არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG