Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გაეროს ატომური უწყების ინსპექტორები ჩავიდნენ


გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფმა ერთხელ უკვე მოინახულა ირანში, ქალაქ ყომთან ახლოს მთაში მდებარე ურანის გასამდიდრებელი ობიექტი. ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ინსპექტორები ობიექტს კიდევ ეწვევიან. ამ ობიექტის შესახებ ირანმა საჯაროდ მხოლოდ გასულ თვეში განაცხადა. ამან გააძლიერა დასავლეთის შიში, რომ თეირანი ატომურ იარაღზე მუშაობს. პარასკევს ირანმა თქვა, რომ მომავალ კვირაში გასცემს პასუხს გაეროს წინადადებას, რომელიც დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის ირანიდან რუსეთში გატანას ითვალისწინებს, საწვავად გადამუშავების მიზნით. ატომური იარაღისთვის ასეთი საწვავი გამოუსადეგარია.

XS
SM
MD
LG