Accessibility links

ხოდორკოვსკი ექვსი წელია პატიმრობაშია


დღეს ზუსტად ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ყველაზე ცნობილი პატიმარი, ნავთობის კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი ციხეშია. წარსულში რუსეთის უმდიდრეს ადამიანს რვა წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. ხოდორკოვსკის აზრით, პატიების სანაცვლოდ მთავრობა მისგან დანაშაულის აღიარებას ელოდა. მაგრამ, როგორც პატიმარმა ინტერნეტ-გამოცემა „გაზეტა რუს“ უთხრა, ის არასოდეს აღიარებს იმ დანაშაულებს, რომელიც არ ჩაუდენია. ხოდორკოვსკის გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვის ცენტრში დღეს დაახლოებით 100-მა ადამიანმა აქცია გამართა. ხოდორკოვსკის საქმეს ბევრი მიიჩნევს სასჯელად, რომელსაც ის ყოფილ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირებისთვის იხდის - ისევე როგორც ენერგეტიკის რესურსებზე კონტროლის დაწესების მიზნით მთავრობის მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილად.
XS
SM
MD
LG