Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძის აგარაკი სახელმწიფოსი გახდა


ორი ჩაშლილი აუქციონის შემდეგ ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველიოს” ლიდერის აგარაკი, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის წინ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა, გადასახადებისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო ორჯერ გაიტანეს აუქციონზე.
პირველ აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდე იყო, მეორეზე ფასი განახევრდა და მან დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე დაიწია.
ორივე აუცქიონი მყიდველის არარსებობის გამო ჩაიშალა. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მესამე აუქციონი აღარ გამოცხადდება და აგარაკი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG