Accessibility links

logo-print

რუსეთი ისევ ალაპარაკდა პანკისზე


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რუსულ საინფრომაციო სააგენრტოებში გავრცელებული ინფორმაციები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. მათი თქმით, პანკისის ხეობაში ტერორისტთა ყოფნის შესახებ გავრცელებული მასალების გამო, პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა უნდა მოხდეს. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ახალი პროვოკაციების საფუძველი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, შეიძლება გაიზარდოს სამხედრო ესკალაციის რისკი. ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოწვევას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG