Accessibility links

რამდენიმე დღეში პარლამენტში პანკისზე ისაუბრებენ


პანკისის ხეობაში არსებულ სიტუაციას პარლამენტში ნდობის ჯგუფი განიხილავს.
ნდობის ჯგუფის წევრმა, ზაზა გელაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე დღეში მოხდება.
შეხვედრის საბაბი გახდება გიორგი თარგამაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში, ბოლო პერიოდში, გახშირდა მასალები პანკისში ვითარების გამწვავების საშიშროებაზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და აგრესია.
უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მოწვეული იქნენიან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი და ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG