Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიეს თანამდებობაზე


კიდევ ერთხელ, ხუთი წლით აირჩიეს თანამდებობაზე ტუნისის პრეზიდენტი, ზინე ელ აბიდინე ბენ ალი. ალიმ კვირას გამართულ არჩევნებში ხმების 90 პროცენტი მოიგო. 1987 წლის შემდეგ, როცა ბენ ალიმ უსისხლო გადატრიალებით ძალაუფლება მოიპოვა, ეს მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. ტუნისი აშშ და ევროპის მოკავშირეა და შედარებით სეკულარულ, ზომიერ და სტაბილურ ქვეყანას წარმოადგენს არაბულ სამყაროში.
XS
SM
MD
LG