Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შვეულმფრენების ავარიებს 14 ამერიკელი ემსხვერპლა


შვეულმფრენების ავარიათა სერიას ავღანეთში 14 ამერიკელის დაღუპვა მოჰყვა. აშშ-ის არმიის წარმომადგენლის თქმით, პირველი კატასტროფა შვეულმფრენს შეემთხვა ქვეყნის დასავლეთში მას მერე, რაც ბრძოლის ველი დატოვა და მეომრები გადაჰყავდა. დაიხოცა ათი ამერიკელი მოქალაქე, შვიდი მათგანი სამხედრო იყო, სამი, მთავრობის სამსახურში მყოფი პირი. მეორე ინციდენტის დროს, როცა ორი შვეულმფრენი შეეტაკა ერთმანეთს, ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. არმიის ცნობით, არცერთი ინციდენტის მიზეზი მტრის ცეცხლი არ ყოფილა. თალიბების თანახმად, სამივე შვეულმფრენი მათ ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG