Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მოხსნას ითხოვს


ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი, პრეზიდენტ კარზაის მეტოქე აბდულაჰ აბდულაჰი მოითხოვს არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 7 ნოემბერს უნდა გაიმართოს, მოხსნან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი. აბდულაჰმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა სია მოთხოვნებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა მისი თქმით, შეიქმნას მეორე ტურის სამართლიანად ჩატარების მინიმალური პირობები. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარეს, ლოდინს არ აქვს ნდობა და ამიტომ უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ.
XS
SM
MD
LG