Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა ბოიკოტი გამოუცხადა თავის სასამართლო პროცესს


ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა, რადოვან კარაჯიჩმა ბოიკოტი გამოუცხადა თავის სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო. კარაჯიჩს ბრალი ედება 11 დანაშაულში, მათ შორის გენოციდში. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესს კარაჯიჩი ბოიკოტს უცხადებს და ამტკიცებს, რომ არ აქვს საკმარისი დრო, გაეცნოს საქმეს. პროცესი სამშაბათს განახლდება და გაიხსნება ბრალდების ტექსტის წაკითხვით.
XS
SM
MD
LG