Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიდელ კასტროს და დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან თანამშრომლობდა


ფიდელ კასტროს ერთ-ერთმა დამ - ხუანიტა კასტრომ მემუარული ჟანრის წიგნი გამოსცა სახელწოდებით - ”ფიდელი და რაული, ჩემი ძმები: საიდუმლო ისტორია”, რომელშიც წერს, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, სამი წლის მანძილზე დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან ფიდელ კასტროს წინააღმდეგ თანამშრომლობდა. ხუანიტა კასტრო ახლა 76 წლისაა. ის წერს, რომ თავდაპირველად მხარს უჭერდა ფიდელ კასტროს მიერ კუბაში ბატისტას დიქტატორობის გადაგდებას 1959 წელს, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედები. წიგნზე კომენტარი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG