Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზეც წერს


”მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2009 წლის ანგარიშში” აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ცალკე თავს უთმობს საქართველოს. შესავალ ნაწილში წაიკითხავთ: ”საანგარიშო პერიოდში რელიგიის თავისუფლების დაცვა მთავრობის მიერ კვლავაც უმჯობესდებოდა, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობდა რელიგიის თავისუფლებას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ, მთავრობამ ყურადღება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გადაიტანა და რელიგიის თავისუფლების შესახებ ახალი პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, შენელდა. ამის მიუხედავად, მთავრობამ შეძლო რელიგიის თავისუფლების სფეროში პროგრესისთვის მიეღწია, კერძოდ - განათლებაში. საანგარიშო პერიოდის მანძილზე იყო ცნობები საზოგადოებაში რელიგიურ კუთვნილებაზე, რწმენასა და მიმდევრობაზე დაფუძნებული ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ. შეურაცხყოფის შემთხვევების შესახებ ცნობები თბილისის გარეთ დასახლებებს შეეხებოდა და ამ ინციდენტებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლების წარმომადგენლები, მართლმადიდებელი პროვოკატორები. სახალხო დამცველის ოფისს არ აქვს ინფორმაცია რელიგიური შეუწყნარებლობის შესახებ 2008 წლის აგვისტომდე და არც აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ინციდენტების საგრძნობლად ზრდის შესახებ. სისტემური პრობლემები დიდწილად არ შეცვლილა, როგორიცაა - ეკლესიის საკუთრების დაბრუნება, აღმსარებლობების იურიდიული რეგისტრაცია, უთანასწორო საკანონმდებლო ჩარჩოები, არა-მართლმადიდებლური რელიგიების უარყოფითად გაშუქება მედიაში. აშშ მთავრობა საქართველოს მთავრობასთან რელიგიურ თავისუფლებას განიხილას როგორც ადამიანის უფლებათა ზოგადი პოლიტიკის ნაწილს. აშშ საელჩომ რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობისთვის რამდენიმე პროექტი დააფინანსა”. ანგარიშში გაეცნობით ინფორმაციას ცალკეული შემთხვევების შესახებ.
XS
SM
MD
LG