Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველების გატაცებას ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია ეხმაურება


ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია გამოხატავს შეშფოთებას იმ ინციდენტის გამო, რომელიც 26 ოქტომბერს 16 ქართველს შეემთხვა - ისინი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. მისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ”შეხვედრა ადგილზე, რომელიც სასწრაფოდ დაიგეგმა და რომელსაც ევროკავშირის მეთვალყურეებიც უნდა დასწრებოდნენ, არ შედგა. მონიტორინგის მისია მოუწოდებს ყველა მხარეს განიხილონ და მოაგვარონ ეს შემთხვევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. სოფელ გრემისხევის მცხოვრები 16 ქართველის დაკავება სერიოზულ გავლენას იქონიებს სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამავე დროს, ეს ინციდენტი ასახავს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ უფრო დიდ პრობლემას, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება ზამთრის სეზონისთვის”.
XS
SM
MD
LG