Accessibility links

logo-print

ბაქტერიული მენინგიტით დაავადებულ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება


იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კიდევ ერთი ბავშვი მიიყვანეს ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით. ექიმების მტკიცებით, მე-5 კლასელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სკოლაში, სადაც მოზარდი სწავლობდა, უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში ეს ბაქტერიული მენინგიტის 90-ე შემთხვევაა და სტატისტიკის მიხედვით საშუალო მაჩვენებელია.
XS
SM
MD
LG