Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუშჩენკო საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა


უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საარჩევნო კომისიაში შეიტანა განაცხადი. იგი 17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. იუშჩენკომ საკუთარი კანდიდატურა თავად წარადგინა. პრეზიდენტის მომხრეები პარტიიდან “ჩვენი უკრაინა” მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით იუშჩენკო შეეცდება მოიპოვოს სხვა საზოგადოებრივი ძალებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა.
17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ და რეგიონთა პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი უკვე გაატარა რეგისტრაციაში.
XS
SM
MD
LG