Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძის მოძრაობამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გამოაქვეყნა


„დემოკრატიულმა მოძრაობა-ერთიანმა საქართველომ“ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მომზადებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გამოაქვეყნა. მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კონცეფციის მომზადებისას უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ამასთან, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იქცეს მართლაც დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სანდო პარტნიორად როგორც საკუთარი მოქალაქეებისთვის, ასევე - მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
XS
SM
MD
LG