Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

H1N1 ვირუსი ჯერ კიდევ საშიშია


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარგარეტ ჩანის განცხადებით, განვითარებად სახელმწიფოებს H1N1 ვირუსისგან მოსახლეობის ეფექტურად დაცვა არ შეუძლიათ. ჩანის თქმით, მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონობით დოზის წარმოებაა საჭირო. ბოლო მონაცემებით, ე.წ.-მა ღორის გრიპმა მსოფლიოში 5 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს პირველი ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში, სადაც H1N1 ვირუსით ინფიცირებული 3 ადამიანი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG