Accessibility links

შვეციაში ციხიდან გაათავისუფლეს ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი


შვეციაში დღეს ციხიდან გაათავისუფლეს ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილიანა პლავშიჩი. განთავისუფლების შემდეგ პლავშიჩი უკვე ბელგრადში ჩავიდა. ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამო, 2001 წელს, მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 79 წლის ბილიანა პლავშიჩის ვადამდე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი სამაგალითო ქცევის გამო მიიღეს.
XS
SM
MD
LG