Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის სასამართლოს პროცესი გაიხსნა


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის საქმის განხილვა დღეს დაიწყო ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა მიუხედავად იმისა, რომ ის ბოიკოტს უცხადებს პროცესს და სხდომაზე არ გამოცხადდა. კარაჯიჩის მიმართ გენოციდის და სხვა მუხლებით აღძრულ საქმეთა განხილვა დღეს პროკურორებმა დაიწყეს. ბრალდებამ კარაჯიჩს უწოდა იმ სერბთა „უდავო ლიდერი“ და“ უზენაესი მეთაური", რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბოსნიის ომის დროს სისატიკის ჩადენისთვის. კარაჯიჩს ბრალი ედება 11 დანაშაულში, მათ შორის გენოციდში. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესს კარაჯიჩი ბოიკოტს უცხადებს და ამტკიცებს, რომ არ აქვს საკმარისი დრო, გაეცნოს საქმეს.
XS
SM
MD
LG