Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას ბრალს დღეს წაუყენებენ


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი დავით ბაჯელიძის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი გუშინ “კოლხურ კოშკთან” მოხდა. ბაჯელიძეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის ღრუში აქვს მიყენებული. მცირე ხნით საავდმყოფოში მიიყვანეს ცოტნე გამსახურდიაც, რომელსაც მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაჯელიძე იქვე, მეზობლად ცხოვრობს. ცოტნე გამსახურდია წუხელ პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. ინციდენტის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

XS
SM
MD
LG