Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავს დაესხნენ გაეროს თანამშრომლებს


გაეროს სასტუმრო აფეთქების შემდეგ
გაეროს სასტუმრო აფეთქების შემდეგ
12 ადამიანი, მათ შორის გაეროს 6 თანამშრომელი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დილით მომხდარი აფეთქების შედეგად.

გაეროს მიერ დაქირავებულ პატარა სასტუმროში, დაცვის ფორმაში ჩაცმული, თალიბანის სამი მებრძოლი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მათ შორის ერთ-ერთი - თვითმკვლელი. ორმხრივი სროლის შედეგად სამივე თავდამსხმელი მოკლეს.

გაეროს განცხადებით, გარდა დაღუპულებისა, დაშავდა მისი 9 თანამშრომელი.

აფეთქებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება. თალიბანი აცხადებს, რომ ეს აფეთქება არის ”პირველი ნაბიჯი” 7 ნოემბრის არჩევნების წინააღმდეგ.

მოგვიანებით, იერიში მიიტანეს ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან მდებარე ძვირადღირებულ სასტუმროზე, რომლის 100-მდე უცხოელი სტუმარი იძულებული გახდა, სასტუმროს ბუნკერისთვის შეეფარებინა თავი.

ქაბულის აფეთქებებს, 27 ოქტომბერს, წინ უსწრებდა 8 ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობა სამხრეთ ავღანეთში. თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდება სამხედრო მაღალჩინოსნებს და გადაწყვიტავს ავღანეთში ახალი სამხედრო ძალების გაგზავნის საკითხს.
XS
SM
MD
LG