Accessibility links

logo-print

გიორგი ბარამია გალის რაიონში შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გალის რაიონის სოფლებში საბერიოსა და ჭუბურხინჯში სამშაბათს, დამატებით 500-მდე სამხედრო და მძიმე ტექნიკა განალაგეს. ბარამიას ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა „ენგურჰესის“ მიმართულებით, სადაც ყველა ბილიკი მკაცრად კონტროლდება. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაურმა რუსული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას საგანგაშო უწოდა და პროვოკაციები არ გამორიცხა. ბარამიამ აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციით თავად აფხაზებიც შეშფოთებულნი არიან. ლეგიტიმური მთავრობის მეთაურმა კონფლიქტის ზონაში უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო, რეგირებისკენ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა
XS
SM
MD
LG