Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქალაქეთა დაკავების გამო, თბილისმა მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა


ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მყოფი რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს 16 მოქალაქის დაკავების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქეთა დაკავებას საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულად და სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციად აფასებს. რუსეთის მოქმედების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
XS
SM
MD
LG