Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ხვალ უპასუხებს გაეროს მიერ შეთავაზებულ გარიგებას ბირთვულ სფეროში


ნახევრადსახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „მერი“ იუწყება, რომ ბირთვული საწვავის შესახებ გაეროს მიერ შეთავაზებულ გარიგებას ირანი ხვალ უპასუხებს. ცნობით, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩი, ალი აშღარ სოლთანიე ირანის ოფცილარუ პოზიციას ხვალ, ხუთშაბათს გადასცემს ვენაში, სააგენტოს დირექტორს მოჰამედ ელბარადეის. ირანი, სააგენტოს თანახმად, იღებს შეთავაზებულ შეთანხმებას, მაგრამ აპირებს თავისი პირობები წამოაყენოს. შეთავაზებული გარიგების თანახმად, ირანი მცირედ გამდიდრებულ ურანს უცხოეთში გაიტანს ბირთვულ საწვავად გადარდაქმნისთვის.
XS
SM
MD
LG