Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა


საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს 16 მოქალაქის დაკავებას საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულად და სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციად აფასებს.
რუსეთის მოქმედების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პროტესტს გამოთქვამს და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG