Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდია თავს დამნაშავედ არ სცნობს


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, თავს დამნაშავედ არ სცნობს.
ეჭვმიტანილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას იარაღი არ ჰქონია და არავინ დაუჭრია. ადვოკატი ირწმუნება, რომ ცოტნე გამსახურდია თავადაა დაზარალებული, რადგან გასულ ღამეს, სახლთან ახლოს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ცოტნე გამსახურსია პოლიციამ გასულ ღამით მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავა.
XS
SM
MD
LG